პრინტერები
პრინტერის დამატება Windows-ში
ქსელური პრინტერის დამატება (Windows 10/11)
- გახსენით Settings → Bluetooth & devices → Printers & scanners (Windows 10-ში: Settings → Devices → Printers & scanners).
- დააჭირეთ Add device / Add a printer or scanner და დაელოდეთ ძებნას.
- თუ პრინტერი სიაში გამოჩნდა (სახელი, როგორც წესი, ოთახის ნომერს შეიცავს), აირჩიეთ და დააჭირეთ Add device.
- თუ არ ჩანს: The printer that I want isn't listed → Add a printer using an IP address or hostname → შეიყვანეთ პრინტერის მისამართი (მითითებულია პრინტერზე ან გკითხეთ IT სამსახურს).
ბეჭდვის შემოწმება
პრინტერის გვერდზე დააჭირეთ Print a test page.
თუ არ ბეჭდავს
- შეამოწმეთ, ჩართულია თუ არა პრინტერი და არის თუ არა ქაღალდი; ეკრანზე შეცდომა ხომ არ ჩანს.
- Printers & scanners → პრინტერი → Open print queue — წაშალეთ გაჭედილი დავალებები და სცადეთ თავიდან.
- თუ კარტრიჯი/ტონერი დასრულდა, ან ქაღალდი გაიჭედა — გამოგზავნეთ მოთხოვნა კატეგორიით „პრინტერები“ და მიუთითეთ ოთახი და პრინტერის სახელი.
