უნივერსიტეტის ანგარიში (სახელი@sangu.edu.ge) არის Google Workspace-ის ანგარიში. მისი პაროლით შედიხართ Gmail-ში, Google Classroom-ში, Drive-სა და ამ პორტალში.
თუ პაროლი დაგავიწყდათ
- გახსენით accounts.google.com და შეიყვანეთ თქვენი
@sangu.edu.geმისამართი. - პაროლის ველთან დააჭირეთ „დაგავიწყდათ პაროლი?“ (Forgot password?).
- Google შემოგთავაზებთ აღდგენას თქვენს ანგარიშზე მიბმული ტელეფონის ნომრით ან სათადარიგო ელფოსტით. მიჰყევით ინსტრუქციას.
- დააყენეთ ახალი პაროლი — მინიმუმ 8 სიმბოლო; ნუ გამოიყენებთ სხვა საიტებზე უკვე გამოყენებულ პაროლს.
თუ აღდგენის ტელეფონი ან ელფოსტა არ გაქვთ მიბმული
პაროლს IT სამსახური აღადგენს. მოგვმართეთ პირადად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით — უსაფრთხოების მიზნით პაროლს ტელეფონით ან სხვისი თხოვნით არ ვცვლით. თუ სხვა ანგარიშით შეგიძლიათ შესვლა (მაგ. კოლეგის კომპიუტერიდან), შეგიძლიათ ამ პორტალშიც გამოგზავნოთ მოთხოვნა.
რჩევები
- შესვლის შემდეგ დაამატეთ აღდგენის ტელეფონი: myaccount.google.com/security.
- ჩართეთ ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია (2-Step Verification) — ანგარიშს იცავს მაშინაც, თუ პაროლი გაჟონა.
- IT სამსახური არასოდეს მოგთხოვთ პაროლს ელფოსტით ან ტელეფონით. ასეთი წერილი თაღლითობაა (phishing) — გადმოგვიგზავნეთ.
