SANGU ITმხარდაჭერის სამსახური
ცოდნის ბაზა
პროგრამები / ლიცენზიები

Microsoft 365-ში შესვლა (Word, Excel, Teams)

უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს აძლევს Microsoft 365-ის ანგარიშს (Word, Excel, PowerPoint, Teams, OneDrive).

შესვლა

  1. გახსენით office.com ან portal.office.com.
  2. დააჭირეთ Sign in და შეიყვანეთ თქვენი უნივერსიტეტის Microsoft 365 ანგარიში (როგორც წესი, უნივერსიტეტის ელფოსტის მისამართი).
  3. შეიყვანეთ Microsoft 365-ის პაროლი. ყურადღება: ის შეიძლება განსხვავდებოდეს Google ანგარიშის პაროლისგან.

Office-ის დაყენება კომპიუტერზე

შესვლის შემდეგ office.com-ზე დააჭირეთ Install apps → Microsoft 365 apps და მიჰყევით ინსტრუქციას. პროგრამებში შედით იმავე ანგარიშით, რომ ლიცენზია გააქტიურდეს.

თუ ვერ შედიხართ

  • შეამოწმეთ, სწორ ანგარიშს იყენებთ თუ არა — პირადი Microsoft ანგარიში (Outlook.com/Hotmail) უნივერსიტეტის ლიცენზიას არ შეიცავს.
  • თუ პაროლი არ იცით ან ანგარიში არ გაქვთ, გამოგზავნეთ მოთხოვნა კატეგორიით „ანგარიშები (Google / M365)“.

ინსტრუქციამ არ უშველა?
გამოგზავნეთ მოთხოვნა და ტექნიკოსი დაგიკავშირდებათ.

მოთხოვნის გაგზავნა